უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარმა განაცხადა. იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. საქართველო ჩემს კომპეტენციაში შედის, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით არანაირი კონტაქტები არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

ბოდნარის თქმით, საერთოდ ასეთი სახის მოთხოვნები იუსტიციის სამინისტროს ხაზით გენერალურ პროკურატურაში მიდის.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში არ არის წარმოდგენილი“, – დასძინა დიპლომატმა.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში“ენგურჰესის” ფინანსური დირექტორი – ხარჯებიდან გამომდინარე, “ენგურჰესის” ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს, რაც სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა დაეტყოს
შემდეგი სტატიაგანათლების ახალი მინისტრის ინიციატივით, სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება