უკრაინის რადაში “ორცხობილის”  ჩხუბი გაიმართა

“112 უკრაინა” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც დღეს დილით უკრაინის უმაღლეს რადაში მომხდარი ჩხუბია გადაღებული. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც “პეტრე პოროშენკოს ბლოკის” დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლა სკორიკთან ორცხობილის დადებას აპირებდა. ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებმა გონჩარენკოს უფლება არ მისცეს სკორიკთან მისულიყო. ჩხუბის დროს ორცხობილის შეკვრა ფეხით გათელეს.

გუშინ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლომდე რადას “ოპოზიციურ ბლოკს” ხელშეუხებლობის იმუნიტეტს მოუხსნის. ლუცენკოს თქმით, სკორიკი მასობრივი არეულობების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, რომელიც 2014 წელს ოდესაში მოხდა.

https://youtu.be/P7JXtOstmXQ

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “ივანიშვილი ამტკიცებს რომ რთველი წარმატებულად მიდის მაშინ როდესაც რქაწითელის ფასი 80 თეთრია”
შემდეგი სტატია“შეიძლება არ მოგწონს რომელიმე პარტია, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს შენი სამშობლო”