უკრაინის რადაში დონბასის პენსიონერებს “მკვდარი სულები” უწოდეს

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის მოადგილემ და მინსკის მოლაპარაკებებზე კიევის წარმომადგენელმა, ირინა გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა დონბასის მკვიდრებს სოციალურ დახმარებას არ გამოუყოფს – გერაშენკომ განცხადება ევროკავშირის პარლამენტარებთან გააკეთა. მისი თქმით, ევროპელმა კოლეგებმა თვითგამოცდხადებული დონბასის და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური დახმარების აღდგენაზე კითხეს. “მკვდარ სულებზე” პენსიების გაცემის საშუალება ჩვენ არ გვაქვს” – თქვა გერაშენკომ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ სოციალური დახმარების მიმღებთა რეესტრზე ხელი არ მიუწვდებათ.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულები ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ
შემდეგი სტატიამარტვილში, ბურჭულაძის პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები დანელიას უცხადებენ მხარდაჭერას