უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რადაში გუშინ მომხდარი ჩხუბის გამო – უწყების ოფიციალურ საიტზე დევს.
“ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელს იური ბოიკოსა და რადიკალური პარტიის ლიდერს ოლეგ ლიაშკოს შორის ჩხუბის გამო ეროვნულ პოლიციაში სახალხო დეპუტატების კოლექტიური განცხადება შემოვიდა სამართალდარღვევაზე” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.
გუშინ ბოიკომ კოლეგას მუშტი სახეში ჩაარტყა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ლიაშკომ ბოიკოს მოსკოვში სიარულსა და ყირიმის რუსეთისთვის მიყიდვაში დასდო ბრალი. ინციდენტზე პარლამენტის სპიკერმა, ანდრეი პარურმა განაცხადა, რომ რადაში არეულობები გარე დაკვეთებია, რომელიც ქვეყნის შესუსტებისკენ არის მოწოდებული.