უკრაინის რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრანის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და საქართველოში მის ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატმა უკრაინული ტელეკომპანია TCH-თან ინტერვიუში განაცხადა.

რაბინოვიჩის თქმით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ექსტრადირების საკითხის განხილვის თხოვნით გენერალურ პროკურატურასა და შსს-ს მიმართა.

ამასთან, დეპუტატმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნითაც მიმართა.

“იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას დაირღვა უკრიანის კანონმდებლობა, მე მოვითხოვე პროცესის კანონის ჩარჩოში დაბრუნება – მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ამას გარდა, ჩვენ საქართველოსთან საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. მოდით, ნუ დავარღვევთ შეთანხმებას, ნუ ვიჩხუბებთ საქართველოსთან ერთი ადამიანის გამო და გადავცეთ ის”, – განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშირა ვერ აპატია ივანიშვილმა მანანა კობახიძეს
შემდეგი სტატიაცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა