უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გვექნება

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გვექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციებით „ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა“.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრების ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვენ, ეს ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი იქნება.

„თუ ასეთი სამარცხვინო ფაქტი მოხდება, ეს იქნება დამატებით დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილსაც მოვუწოდებ, რომ ამ თემაზე, თუნდაც მთავრობის ლეგიტიმური კრიტიკით, ბევრს ნუ ისაუბრებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს
შემდეგი სტატიაშსს თათია დოლიძის მიმართ ძალადობის მუქარის შესახებ განმარტებას აკეთებს