(video)უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინსკაია პრავდა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადადგომის შესახებ განცხადება არსენ იაცენუკმა დღეს გააკეთა.

“საპარლამენტო ფრაქცია “პეტრე პოროშენკოს ბლოკმა” ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვლადიმირ გროისმანი (უმაღლესი რადას სპიკერი – რედ) წარადგინა. გავაკეთე რა ყველაფერი ქვეყნის სტაბილურობისათვის, ვაცხადებ უკრაინის მთავრობის საკუთარი მოვალეობების გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ” – განაცხადა იაცენიუკმა.
მან დაამატა, რომ დღევანდელი დღიდან საკუთარი ამოცანა უფრო ფართო იქნება, ვიდრე ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელობა.

იაცენიუკის თქმით, მისი გადადგომის შესახებ უკრაინის პარლამენტი მომავალის კვირის დასაწყისში იმსჯელებს, სავარაუდოდ, სამშაბათს, 12 აპრილს – განაცხადა იაცენიუკმა.

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ტერაქტებზე საუბრობენ
შემდეგი სტატია(video) თამარ ხაჭაპურიძე საქართველოს მთავარ პროკურორს კორუფციაში სდებს ბრალს