უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის მთავარი მოტივი დაასახელა

უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის მთავარი მოტივი დაასახელა

7უკრაინელმა გამომძიებლებმა, რომლებიც ჟურნალისტ პავლე შერემეტის საქმეზე მუშაობენ, მკვლელობის მთავარ მოტივად ჟურნალისტის საქმიანობა დაასახელეს – აცხადებს უკრაინის ეროვნული პოლიცია.
50 კაციანი ჯგუფი, რომლებიც შერემეტის საქმეს იძიებს, აცხადებს, რომ მკვლელობა პროფესიული საქმიანობის გამო მოხდა.
პოლიციის თქმით, სხვა ვერსიებიც განიხილება.
მათი ინფორმაციით, უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ვიდეოები, ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერები, რომლებიც შერემეტის მანქანის გვერდით იდგნენ, აფეთქების ადგილიდან ვიდეოები.

მიმდინარეობს მედიაში ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცრება.
სავარაუდოდ, ჟურნალისტის მკვლელობაში ადამიანთა ჯგუფი მონაწილეობდა – ასეთია ვიდეომასალების ანალიზის პასუხი.

ორი დღის წინ, უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ პოლიცია 200 ათას გრივენს გადასცემს ჯილდოს სახით ინფორმაციისათვის, რომელიც ჟურნალისტ პავლე შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიებას დაეხმარება.
ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების სახელებს მალე იტყვიან.

ჟურნალისტი პაველ შერემეტი 20 ივლისს საკუთარი ავტომანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “განზრახ მკვლელობის” მუხლით.

banner
წინა სტატიაშიაშშ თურქეთისგან მედიის მასობრივად დახურვის გამო ახსნა-განმარტებებს ელოდება
შემდეგი სტატიაუკრაინაში ნატოს წარმომადგენელი დაიღუპა