უკრაინის პატრიარქი ევროდეპუტატებს: „აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები შესაძლებელია მესამე მსოფლიოში გადაიზარდოს“

filaretiკიევის პატრიარქმა ფილარეტმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას ევროპელ პარტნიორებს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა, რომ რუსეთის აგრესია შეაჩერონ.
„საქმე აღმოსავლეთ უკრაინაში ლოკალურ ომს ეხება. სინამდვილეში კი შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ნუ გგონიათ, რომ ჩვენ არ გვესმის, რომ მოვლენები, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება არ გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში. გადაიზრდება, თუკი აგრესორებს არ შევაჩერებთ“ – თქვა პატრიარქმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თუკი რუსეთს არ შევაჩერებთ დღეს, ის უფრო ღრმად წავა. „და მაშინ ევროპა, რომელიც დღეს მშვიდად ცხოვრობს, მიიღებს იგივეს, რაც დღეს დონბასში ხდება – დაინგრევა.“
მისი თქმით, უკრაინელ ხალხს რუს ხალხთან არ უნდა ომი, მაგრამ იძულებულია აგრესორისგან თავი დაიცვას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესიის ერთ-ერთი დანიშნულება მშვიდობისთვის ბრძოლაა.

banner
წინა სტატიაშისომხების ტრაურის დღეს თურქებმა იზეიმეს
შემდეგი სტატიამოვაჭრის მიერ დაკავებული 1 კვ.მ-ის საფასური თვეში, სავარაუდოდ, 5-დან 30 ლარამდე იქნება