უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” ერთ-ერთ მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თხოვნა უკრაინის მთავრობამ საკადრო საკითხების განხილვისას დააკმაყოფილა.

მთავრობის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნება.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაიზერ ნანავა აირჩიეს
შემდეგი სტატიაზვარეში პროტესტი შეწყდა – საწარმოში მუშაობა განახლდება