უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პროცედურები

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!

უკრაინის მოქალაქეობის შეჩერება დაშვებულია შემთხვევებში, რომელის კანონსაც საკონსტიტუციო ნორმა არეგულირებს. უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები ჩამოთვლილია კანონში “მოქალაქეობის შესახებ”. მსგავს საფუძველს მიეკუთვნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ნებაყოფლობითი მიღება, თუკი, ამ მომენტისთვის მოქალაქე სრულწლოვანია, ან უკრაინის მოქალაქეობის ტყუილის გზით მიღება გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, რომელიც ცრუ ინფორმაციის, ან ყალბი დოკუმენტების მიწოდებით ხდება.

24-ე და 25-ე მუხლის მიხედვით, რომელიც პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეჩერების მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შესაბამისი კომისიაში ხდება დოკუმენტების გადაგზავნა, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ასევე, დოკუმენტების ეგზავნება უკრაინის მიგრაციის სამსახურის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის საკონსულოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ მასალები, რომელიც უკრაინის პროკურატურამ წარმოადგინა და რომელიც მან ქართული მხარისგან მიიღო, უკრაინის მიგრაციის სამსახურმა შეისწავლა, გადააგზავნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან არსებულ კომისიაში, რომელიც მოქალაქეობის შესახებ მასალებს იკვლევს და დღის წესრიგის გათვალისწინებით განხილეს კომისიის სხდომაზე.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქეობის შესახებ, კომისიის მიერ შესწავლილი მასალებიდან გამომდინარე.
სულ, 2012-2017 წლებში უკრაინაში პრეზიდენტის განკარგულებით 314 პირმა დაკარგა მოქალაქეობა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ივანიშვილიც და პოროშენკოც იმართებიან პუტინის მიერ
შემდეგი სტატია“პოროშენკომ თავში ტყვია დაიხალა” – ჟურნალისტების რეაქცია სოციალურ ქსელებში