უკრაინის კორუფციული სკანდალის ტოპ ხუთეული

უკრაინის კორუფციული სკანდალის ტოპ ხუთეული

k2მიუხედავად პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის კორუფციასთან ბრძოლის შესახებ დაპირებისა, მასობრივი ანტიკორუფციული საქმეები ჯერჯერობით არ ჩანს – თვლის ბიბისი და უკრაინის ყველაზე გახმაურებული კორუფციული კეისების ხუთეულს აქვეყნებს.

“ბრილიანტის პროკურორები”

“ბრილიანტის პროკურორების” დაკავება წლის ყველაზე გახმაურებული საქმე იყო უკრაინაში, რომელიც აშშ-ს ელჩმა უკრაინაში არა ერთხელ მოიყვანა მაგალითად.
2015 წლის 5 ივლისს კიევის სამხარეო პროკურორის ალექსანდრე კორნიიცი და მთავარი საგამოძიებო განყოფილების მოადგილე ვლადიმირ შარაპკინი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. ჩატარებული ჩხრეკისას მათ დაახლოებით 3 მილიონი გრივენი აღმოაჩნდათ კაბინეტში.

საგამოძიებო დეპარტამენტში ჩატარებული ჩხრეკა უკრაინისთვის უნიკალური იყო – ზუსტად აქ აღმოაჩნდა განყოფილების უფროსის მოადგილეს 400 ათასი დოლარი. კიევის პროკუროს კი 65 ბრილიანი უპოვეს, რომლის მერეც ზედმეტსახელი “ბრილიანტები” შეარქვა ხალხმა.
დაკავებულები სასამათლომ 6,5 მილიონი გრივენი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.

გენპროკურორის მოადგილე და 140 ჰექტარი

2014 წლის შემოდგომით პირველი ყველაზე დიდი სკანდალი გერნერალურ პროკუტრატურაში აგორდა, რომელიც უწყების ხელმძღვანელის ვიტალი იარემინის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.
2014 წლის სექტემბერში, პროგრამა “ჩვენი ფულის” მონაწილე ჟურნალისტებმა გამოძიება გამოაქვეყნეს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ 1990-იან წლებში გენერალური პროკურორის მოადგილის ანატოლი დანილენკოს ოჯახი 140 ჰექტარ მიწას ფლობდა კიევის მიმდებარე ტბის ტერიტორიაზე. ჟურნალისტებმა განცხადებაც გააკეთეს იმის შესახებ, რომ დანილენკო მათ დაემუქრა.
ეს პირველი ხმაურიანი კორუფციული სკანდალი იყო სამართალდამცავ სისტემაში ევრომეიდანის შემდეგ. საქმეს მაშინ სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.
სკანდალს რაიმე სახის იურიდიული ან სასამართლო მსვლელობა არ მისცემია, თუმცა 2015 წელს პოროშენკომ ვიტალი იარემი და მისი მოადგილე გენერალური პროკურატურიდან დაითხოვა.

k4

საჩვენებელი დაკავებები

უკანასკნელი წლების ყველაზე ეფექტური დაკავება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის დაჭერა იყო.
2015 წლის 25 მარტს უწყების ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში დააკავეს.

კადრებმა, თუ როგორ დაადეს ხელბორკილები ჩინოვნიკებს პრემიერის თვალწინ, მოიარეს არა მხოლოდ უკრაინული, არამედ მსოფლიო მედია. გამომძიებლებმა ჩინოვნიკებს საწვავი ნივთიერებების შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაში დასდეს ბრალი. დაკავებულების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჯერაც არ გამართულა.

უმუშევრობასთან მებრძოლის დაკავება

თითქმის ყველაზე გახმაურებული დაკავება აღმოჩნდა დასაქმების სახელმწიფო სამსახურის უფროსის იაროსლავ კაშუბას საქმე.

სპეცსამსახურების მტკიცებით, კაშუბას დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის 622 ათას გრივენ ქრთამს იღებდა. მისი მანქანის ჩხრეკისას “უფრო მეტი თანხა” იქნა ნაპოვნი, ასევე იარაღი.
საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ჩინოვნიკს ქრთამის აღების საკუთარი მექანიზმი ჰქონდა შემუშავებული, რომელსაც უწყება ატარებდა. კაშუბუ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

მარტინენკო და პრემიერის გარემოცვა

უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინაში ყველაზე ხმაურიან საქმედ პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრის ნიკალაი მარტინენკოს საქმე ითვლება, რომელიც პარლამენტში საწვავ-ენერგო კომპლექსს ხელმძღვანელობს. რადას წევრებმა მარტინენკოს შესაძლო კორუფციული სქემა გამოაქვეყნეს, რომელიც ჩეხურ კომპანიებს ეხება.
გარდა ამისა, მარტინენკო ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სახალხოდ არა ერთხელ დაადანაშაულა უკანონო გარიგებებში. 30 ნოემბერს მარტინენკომ სახალხოდ განაცხადა უარი დეპუტატის მანდატზე და თქვა, რომ სურს გამოძიებას თავისუფლება მისცეს ყველა დეტალში გაერკვეს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს. “მინდა ვთქვა, რომ მსგავი დისკრედიტაცია 2005 წელს უკვე გამოვიარე” – განაცხადა მარტინენკომ.

მთავრობის კრიტიკა

პოლიტიკოს სერგეი ლუსეჩკოს თქმით, ეს დასავლელი პარტნიორების უკრაინის მთავრობაზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია.
11 დეკემბერს არსენ იაცენიუკი წლიურ ანგარიშს ჩააბარებს რადას, რომლის შემდეგაც რადას უფლება ექნება ის დაითხოვოს. შესაძლო გადაყენების ფონზე მთავრობის მუშაობას ყველა მწვავედ აფასებს – “სახალხო ფრონტის” გამოკლებით.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრემიერად მოიაზრებენ უკრაინის მოქალაქეები, არა ერთხელ დაესხა თავს პრემიერს და დაადანაშაულა კორუფციაში, რომლის ზარალი ყოველწლიურად 5 მილიონი დოლარია.
დეპუტატები იაცენიუკისგან ბრალდებებზე პასუხს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშითელავში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატია“ყველაფრის თეორიის” შექმნის წელი დასახელდა