უკრაინის იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილს ჯერ არ გაუსაჩივრებია მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება

მე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ჯერ-ჯერობით არ გაუსაჩივრებია სასამართლოში მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება. ამის შესახებ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე დენის ჩერნიშოვი. “არსებული ინფორმაციით, ამდაგვარი განცხადება არ შემოსულა, ყოველ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში! ცნობისათვის მიმართეთ სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციას და უმაღლეს ადმინისტაციულ სასამართლოს!” – წერს მინისტრის მოადგილე. ეს კომენტარი მან გააკეთა მას შემდეგ, რაც მას შეკითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს უკან გააბრუნებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის უშიშროების ექს-შეფი: მესაზღვრეებო, ყველა უკანონო დავალების შესრულებისთვის პასუხს აგებთ