უკრაინის გენპროკურორი გადადგა

15უკრაინის გენერალური პროკურორმა ვიქტორ შოკინმა განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დღეს დაწერა საკუთარ ტვიტერ-გვერდზე.
16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ შოკინს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა დაეტოვებინათ საკუთარი პოსტები. ვიდეო-მიმართვაში პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის გენპროკურატურამ “საზოგადოების ნდობის მოპოვება ვერ დაიმსახურა, რაც უწყების ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ საკითხს ააქტიურებს”.
იმავე დღეს “პოროშენკოს ბლოკის” სახალხო დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა განაცხადა, რომ შოკინმა განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

banner
წინა სტატიაშივანო მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძის ფონდი დატოვა
შემდეგი სტატიალე პენის პარტიამ რუსეთს საარჩევნოდ 27 მილიონი ევრო სთხოვა