უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ თბილისი მას საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევს – ამის შესახებ მან “კორესპონდენტის” მკითხველებს განუცხადა.
“მათ (ქართველებმა-რედ) პროცესი უკვე დაიწყეს” – განაცხადა უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ მინდინარე წლის იანვარში, უკრაინაში საქართველოს ელჩმა, მიხეილ უკლებამ განაცხადა, რომ თბილისი ქვეყნის მოქალაქეობას ჩამოართმევს ყველა თანამემამულეს, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან – პროცედურები კანონის შესაბამისად მიმდინარეობს.
2015 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოდეის გუბერნატორისათვის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიდავით კინწურაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის კოლეგიის წევრები გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაგერმანიაში მყოფ ლტოლვილებს შორის, შესაძლებელია 410 ტერორისტი იმყოფებოდეს