უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხატიან დეკანოიძე უხელმძღვანელებს

BBC-უკრაინას ინფორმაციით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი უკრაინის ეროვნულ პოლიციას უხელმძღვანელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შესაბამის ინიციატივას უკრაინის მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა.

გამოცემის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე იყო შს მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩეველი. საქართველოში მუშაობდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში, კერძოდ, იკავებდა განათლების მინისტრის თანამდებობას. პრეზიდენტმა პოროშენკომ აგვისტოში ხელი მოაწერა კანონს ეროვნული პოლიციის შესახებ. იმავე დროს შსს-ში დააანონსეს, რომ ეს სტრუქტურა მილიციას სამ თვეში შეცვლიდა.

https://youtu.be/YlUpB-RBRBI

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიასამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იყოს სავიზო სისტემა – თიბილოვი