უკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება ტოტალური მოსმენები

უკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება ტოტალური მოსმენები

უკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება ტოტალური მოსმენებიკიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში მოდის. როგორც ჩერნოვეცკი ამბობს, მას არ მოსწონს დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში, მათ შორის, სოციალური ფონი და ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

უკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება ტოტალური მოსმენები.

”არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებსაც ჩვენ პრეტენდენტებად განვიხილავთ. რაც შეეხება პარტიის შექმნას, ჩვენ უკვე დავფუძნდით, როდესაც მე ამის შესახებ გამოვაცხადე. მე პოლიტიკით არ ვიბრძვი. დღეს მმართველ პარტიას სუსტი პოზიცია აქვს. დღეს ყველაფერი არ მთავრდება, ჩვენ კიდევ მრავალჯერ შევხვდებით და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, პირადად მე სწორედ ამას ვაპირებ,” – განუცხადა ტელეკომპანია ”მაესტროს” ლეონიდ ჩერნოვეცკმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან კიევის ყოფილი მერის პარტიის წევრები და რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. ჩერნოვეცკის თქმით, მას არ ეშინია კონკურენციის და მას NDI-ის კვლევები მოყავს ამის დასტურად. უკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის აქამდე არასდროს შეხვედრა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ის კარგად იცნობს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ამჟამინდელ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმა ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯია პალასში” განუცხადა, სადაც ის საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” მედია-ტურს მართავს. უკრაინის დედაქალაქის ყოფილმა მერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მის პარტიას “ბედნიერი საქართველოსთვის” ერქმევა.

ჩერნოვეცკის თქმით, არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში პენსიები 400-500 ლარამდე გაიზრდება. მან, ასევე, განაცხადა, რომ დააწესებს ჯილდოს 150 ათასი ლარის ოდენობით მეგის ქარდავას დასაჭერად, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არაერთი მძიმე დანაშაულის ბრალდებით იძებნება.

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში ცხოვრობს. ჩერნოვეცკიმ საქართველოში დაარსა საქველმოქმქედო ფონდი “სოციალური პარნტნიორობა”. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველმოქმედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიSOS ! შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრეცელბს
შემდეგი სტატიაავიაგადამზიდავი კომპანიები ტოვებენ რუსეთს