უკრაინის დაზვერვამ ყირიმში რუსი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის დაზვერვამ ყირიმში რუსი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

2უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თავმჯდომარემ, ვადიმ სკიბიცკამ განაცხადა, რომ 2016 წლის მაისის მონაცემებით, ყირიმის ტერიტორიაზე 24 ათასი რუსი სამხედო მოსამსახურე დგას – ამის შესახებ მან დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
მისი თქმით, ნახევარკუნძულზე ასევე მობილიზებულია 613 ტანკი და ბეტეერი, 162 საარტილერიო დანადგარი, დაახლოებით 100 სამხედრო თვითმფრინავი, 58 სამხედრო ვეტმფრენი, 16 სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი, 30 სამხედრო გემი და ოთხი წყალქვეშა ნავი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში”
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი – ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი