უკრაინის ანტირუსული ინიციატივა საქართვლოს მხრდასაჭერად – რუსული ვეტო და საგრეოს დუმილი

უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლმა მიაწოდა. ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი. უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს ორ პუნქტიანი განცხადების მიღებაც შესთავაზა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ მხარს, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა.

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის ინიციატოვაზე სქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთბია.

 

წყარი: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშითოვლისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს