,,უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის თითოეულ შემთხვევაზე იგზავნება საპროტესტო ნოტები”

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის თითოეულ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

როგორც გელა დუმბაძემ განაცხადა, სხვადასხვა შეხვედრებზე ფიქსირდება შესაბამისი პოზიცია და იგზავნება საპროტესტო ნოტები.

დუმბაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზად სახელდება ის, რომ მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ელჩის თქმით, იმის გამო რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია, ამაზე მეტი კონკრეტიკა უკრაინის სახელმწიფო უწყებებისგან არ ხდება.

„ჩვენი საელჩო მყისიერ რეაგირებას ახდენს ყველა ცალკეულ შეხვედრაზე, დიპლომატიური არხებით, ეს იქნება შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიცია თუ საპროტესტო ნოტა. უკრაინა არის საომარ რეჟიმში. საომარ რეჟიმში მყოფი ქვეყანა თავის თავს უფლებას აძლევს, გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დეპორტაციის თემაზე. დეპორტაციის ბოლო შემთხვევაში დაფიქსირებულია რამდენიმე უწყების ერთობლივი პოზიცია, ისეთი უწყებების როგორიცაა უკრაინის უშიშროება, სახელმწიფო პოლიცია, საემიგრაციო სამსახური. მათი ერთობლივი განცხადებით იმ მოქალაქეების საქმიანობა, ვისი დეპორტაციაც მოხდა საქართველოში, ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს მუხლი განაპირობებს იმას, რომ უკრაინულმა მხარემ ინფორმაციის დეტალიზაცია არ მოახდინა ამ კონტექსტში“, – განაცხადა დუმბაძემ.

უკრაინაში საქართველოს ელჩის თქმით, ის უკრაინის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს.

„ჩვენ გვქონდა ყველა ამ უწყებასთან კონტაქტი. ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ხვალ ვხვდები უკრაინის საზღვრის უფროსს, რმელსაც ჩემთან შეხვედრის დავალება პირადად პრემიერ-მინისტრმა მისცა. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის უფროსთან“, – აღნიშნა გელა დუმბაძემ.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშირუსთავი-თბილისის ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მძღოლები დღეს სამუშაოდ არ გავიდნენ
შემდეგი სტატიაეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა – 1 დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა