უკრაინელი დიპლომატი: რუსეთი მტერია და უკრაინამ მას თანაგრძნობა არ უნდა გამოუხატოს

უკრაინის დიპლომატიური კორპუსის თავშეკავებული რეაქცია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, გასაგებია: რუსეთი მტერია – ამის შესახებ “გორდონს” უკრაინელმა დიპლომატმა, სტამბოლში ყოფილმა გენერალურმა კონსულმა ბოგდან იარემენკომ განუცხადა.
“რუსეთი მტერია. უკრაინამ მას არ უნდა უთანაგრძნოს. მაგრამ არც კმაყოფილებას განვიცდით რუსი დიპლომატის მოკვლით. როგორც ცივილიზებული ადამიანები, რომლებიც პატიოსან და ღია ბრძოლაში იცავენ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ სიფრთხილეს ვიცავთ იმათთან, ვინც დიდი ხანი უდანაშაულო ხალხს კლავს. ვინც არ უნდა წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახელმწიფოს, მკვლელობა დანაშაულია. ტერორიზმი – დანაშაულია. ამ შემთხვევაში, არ არსებობს სხვაობა მშვიდობიან მოქალაქესა და დიპლომატს შორის. ისინი უდანაშაულოები არიან” – ამბობს იარემენკო.

შეგახსენებთ, რომ ანკარაში რუსეთის ელჩი გუშინ თურქმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც რუსეთის საელჩოს დაცვაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიბერლინში ბაზრობაზე თავდამსხმაში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა