უკრაინელი დეპუტატი : გენპროკურორი იური ლუცენკო უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან

სახალხო დეპუტატი პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან სერგეი ლეშენკო თვლის, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაანთავისუფლა “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ამის შესახებ ლეშენკო წერს “Twitter”-ის პირად გვერდზე.
“ორი საათის განმავლობაში იგი (იური ლუცენკო,- რედ.) ბრალს სდებდა სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან – პარლამენტიდან. ადანაშაულებდა პოლიტიკოსებს და დეპუტატებს, თავად კი სასამართლო წააგო. იგი უნდა გადადგეს”, – აღნიშნავს ლეშენკო.
შეგახსენებთ, უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა $500 000 მიიღო რუსეთიდან უკრაინის ხელისუფლების დასამხობად.
მიხეილ სააკაშვილი დააკავეს 8 დეკემბერს და მოათავსეს იზოლატორში. 11 დეკემბერს კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაანთავისუფლა სასამართლოს დარბაზიდან.

banner
წინა სტატიაშიკურჩენკო პოროშენკოზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,, აცხადებს რადას დეპუტატი