მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტ რომან სუშენკოს 12 წლით თავისუფლება აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის გამო. ბრალდების მხარე 28 მაისს უკრაინელისთვის 14 წლით ციხეს ითხოვდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიდიოდა. დაცვის მხარე მის უდანაშაულობაზე საუბრობდა. თავის ბოლო სიტყვაში ჟურნალისტმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს სთხოვა გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. ის თვლის, რომ პროვოკაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა მოუწყვეს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მომხდარს “რუსული სასამართლოს უპრეცენდენტო ცინიზმი” უწოდა.
ეუთომ რუსეთს ჟურნალისტის განთავისუფლების მოწოდებით მიმართა – “ბიბისი” წერს.
რომან სუშენკო მოსკოვში 2016 წლის სექტემბერში დააკავეს.