უკრაინაში ზოოპარკის სტუმრებმა ლეოპარდი და პუმა მოწამლეს

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევას ზოოპარკში უცნობმა პირებმა თოვლისფერი ლეოპარდი და პუმა მოწამლეს – დაწესებულების დირექტორი ვლადიმირ ტოპჩია ავრცელებს.
“დღეს, დაახლოებით სამ საათზე გასპარი გარდაიცვალა. ჩვენი თოვლისფერი ლეოპარდი. ჩემს თვალწინ. ის მოწამლეს. სიტყვები არ მყოფნის. პოლიცია მუშაობს” – “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა ვლადიმირ ტოპჩიამ. მისი აზრით, ცხოველები განზრახ მოწამლეს. “მათ მოწამლული ხორცი დაუდგეს. დამახასიათებლად დაიღუპნენ. იცით, რომ ძაღლებს ტუპერკულიოზის ტაბლეტებით წამლავენ” – ხაზი გაუსვა დირექტორმა.
ლეოპარდის გარდა, ვოლიერში გარდაცვლილი პუმაც იპოვეს.

banner
წინა სტატიაში(video) ამ ხელისუფლებამ ხალხი გააღარიბა-გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაNATO-ში გაწევრიანების პირობაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პრინციპისადმი ერთგულება”