უკრაინაში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ქართველი მეომარი

2 ნოემბერს ზაპოროჟიეში უკანასკნელ გზაზე გააცილეს “ანტიტერორისტული ოპერაციის” ქართველი მოხალისე-მებრძოლი გიორგი სარალიძე.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, გიორგისთან დასამშვიდობებლად მოვიდნენ მისი თანამებრძოლები და ახლობლები.
ზაპოროჟიეში ცხოვრობს დაღუპული მეომრის დედა და მეუღლე ოქსანა. გიორგი სარალიძის მამა 1992 წელს დაიღუპა აფხაზეთში რუსეთის აგრესიის შედეგად.
შეგახსენებთ, გიორგი სარალიძე დაიღუპა დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს ამა წლის 31 ოქტომბერს. 2014 წლის აგვისტოდან იგი მსახურობდა მოხალისედ ბატალიონ “აზოვში”.

 

 

 

https://youtu.be/DjQ-O_KdAo4

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია თბილისში
შემდეგი სტატიაგოგი თათუხაშვილი: სახელმწიფო, კრემლის შეკვეთით, ისევ აგრძელებს ბრძოლას ზაალ ლატარიას წინააღმდეგ!