უკრაინაში უარი თქვეს “კანონიერი ქურდის” დაკანონებაზე

უკრაინაში უარი თქვეს

უკრაინაში უარი თქვეს "კანონიერი ქურდის" დაკანონებაზეკანონპროექტი, ცნება “კანონიერი ქურდის” შემოღებასთან დაკავშირებით ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში, უმაღლესმა რადამ არ დაამტკიცა – უკრაინული მედია წერს.
დოკუმენტმა ხმების მინიმალური რაოდენობა, 226 ხმა ვერ შეაგროვა. როგორც მედია აღნიშნავს, ქვედა პალატის სპიკერმა ანდრეი პარუბმა კანონპროექტს ორჯერ უყარა კენჭი.

დოკუმენტის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ უკრაინის არსებული კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეფექტურად ებრძოლონ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან შემოსულ კანონიერ ქურდებს და დღეის მონაცემებით, უკრაინაში მათ მხოლოდდამხოლოდ დეპორტაცია ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაში“სამშობლოს სამსახურისთვის ციხეში სვამენ ხალხს” – ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაფინეთმა ნატოში გაწევრიანების პირობები დაასახელა