უკრაინაში საქართველოს ექს-კონსული მოითხოვს მისი ბინის და კაბინეტის ჩხრეკის ოქმების გამოქვეყნებას

http://www.timer.ge/video-saakashvilma-jariskacebis-kordoni-gaarghvia-da-dzalith-sheichra-othakhshi-ra-khdeba-odesashi/

NISHNIANIDZEუკრაინაში საქართველოს ექს-კონსულმა თეიმურაზ ნიშნიანიძემ მოუწოდა უკრაინის გენპროკურატურას გამოაქვეყნოს მისი ბინის და სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის ოქმები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირას.

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ბინიდან რომელსაც ის ქირაობს, ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა მისი პირადი დანაზოგები – 5 000 დოლარი, 200 ლარი და 150 ევრო. ნიშნიანიძის განცხადებით, მიუხედავად თხოვნისა, მას უარი უთხრეს ჩხრეკის ოქმის ასლის მიწოდებაზე. მისი თქმით, მან საკუთარი ხელით შეიტანა ოქმში შენიშვნა წარმოებული „განუკითხაობის“ თაობაზე, თუმცა ამის გადაღების უფლება არ მისცეს. 4 დღის წინ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, იგი არ დაუბარებიათ დაკითხვაზე და არც დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვეს. ნიშნიანიძე ამზადებს მიმართვას უკრაინის უშიშროების საბჭოსადმი და გენპროკურატურისადმი, რათა გამოქვეყნდეს ჩხრეკის ოქმები მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად. „გამოაქვეყნონ ის რაც ამოიღეს და თქვან, რა კავშირი აქვს ამას ჩემთან“- აღნიშნა თეიმურაზ ნიშნიანიძემ.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის არ არის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. „მე ვარ მხოლოდ ფონდის „ოდესის საკეთილდღეოდ” გამგეობის თავმჯდომარე და მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, რომელიც შეეხება ფონდში ჩემს საქმიანობას, ისევე როგორც ოდესაში საქართველოს გენკონსულის თანამდებობაზე მუშაობას, თუმცა ასეთი შეკითხვით ჩემთვის დღემდე არავის მოუმართავს “- განაცხადა თეიმურაზ ნიშნიანიძემ.

 

timer.ge

 

(video) სააკაშვილმა ჯარისკაცების კორდონი გაარღვია და ძალით შეიჭრა ოთახში-რა ხდება ოდესაში

banner
წინა სტატიაშიბაჩუკი ქარდავა: ეპისტოლედან აშკარად იკვეთება ბრეჟნევისეული ეპოქის დამახასიათებელი უძრაობა
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილის მორიგი ფეისბუქ-პოსტი: “თქვენი სიყვარული ფრთებს მასხავს მეტი წერა აღარ შემიძლია”