უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებზე რეგულაციები მკაცრდება

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეები, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ იძულებულნი იქნებიან ხელისუფლებას საკუთარი გადადგილების შესახებ აცნობონ.


უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ასევე იძულებულნი იქნებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია გაიარონ.რაც შეეხება რუსეთიდან უკრაინის საზღვარზე შემომავალ მოქალაქეებს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს განცხადებით, ბიომეტრიული პასპორტის არ მქონე პირები იძულებულნი გახდებიან რომ საზღვარზე საკუთარი თითის ანაბეჭდები დატოვონ.

banner
წინა სტატიაშიბაგრამიანის ბატალიონის სომეხი მებრძოლები აფხაზი ვეტერანის დასჯას ითხოვენ
შემდეგი სტატიაქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრა მოსკოვში