სოფელ კალინაში, რომელიც უკრაინის კარპატებში მდებარეობს, ლენინის ქუჩას ჯონ ლენონის ქუჩა გადაარქვეს.
ქუჩებისადმი სახელების გადარქმევის შესახებ ბრძანებას რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი მოსკალმა მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ათ ქუჩას ახალი სახელი დაერქვა.
მათ შორის სახელი გადაერქვა ყველა იმ ქუჩას, რომელიც რაიმეთი მაინც უკავშირდებოდა კომუნისტურ წარსულს.
გასული წლის აპრილში უკრაინის რადამ მიიღო კანონი რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე კომუნისტური და ნაციონალურ-სოციალისტური ტოტალური რეჟიმების სიმბოლიკებს კრძალავს.