უკრაინაში ნატოს წარმომადგენელი დაიღუპა

66უკრაინაში, სუმის მხარეში “Укроборонпром”-ის სადგურის აფეთქებისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი დაიღუპა. ამის შესახებ სუმის მხარის პროკურატურის პრეს-მდივანი ნატალია ნაუმენკო აკეთებს განცხადებას.
ინფორმაციით, აფეთქება საავიაციო რაკეტების Х-27 “მიწა-ჰაერის” ნაწილების დეტონაციამ გამოიწვია.
“ქიმიური პროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე Х-27-ის დეტონიზაციამ აფეთქება გამოიწვია. კვლევით ცენტრში ის უტილიზაციისთვის მოიტანეს” – აღნიშნავს პროკურატურა.
ასევე, იტყობინებიან, რომ შემთხვევის ადგილზე, ნატოს წარმომადგენლის გარდა კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ – ინფორმაციას უკრაინული “დიალოგი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის მთავარი მოტივი დაასახელა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: შეთანხმებული მაქვს გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება