უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა თანამებრძოლი რუსი მოკლა

უკრაინული მედიის ცნობით, 11 დეკემბერს, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის ფრონტის ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ სვეტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების В-2970 ნაწილის მებრძოლმა 1979 წელს დაბადებულმა საქართველოს მოქალაქემ (ვინაობა არ სახელდება რედ.) უეცრად წამოწყებული ჩხუბის ნიადაგზე იმავე ნაწილის მებრძოლი, 1964 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ,,კალაშნიკოვის,, სისტემის ავტომატიდან გასროლით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე დაკავებულია და მის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მუხლით ძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) ალექსანდრე ჯეჯელავა თონეში პურს აცხობს
შემდეგი სტატიაქაღალდის ერთ ლარიანი კუპიურა 100 დოლარი ღირს