უკრაინაში კულტურის მოღვაწეთა “შავი სია” გააფართოვეს

უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსი მომღერლები ეგორ კრიდა და სტას პიეხა “შავ სიაში” შეიყვანა. უკრაინაში თვლიან, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უშიშროებას.
უკრაინის კულტურის სამინისტრომ ამა წლის 20 სექტემბრის დადგენილებით განაახლა კულტურის მოღვაწეთა “შავი სია”. მასში ამჟამად 30-ზე მეტი კულტურის მოღვაწეა შეყვანილი. მათ შორის: მომღერალი ნადეჟდა ბაბკინა, მსახიობები ვასილი ლანოვოი, დიმიტრი პევცოვი, მხატვარი ზურაბ წერეთელი, ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი და სხვა.

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამარკ ცუკერბერგი “ფეისბუკის” პოლიტიკას ცვლის