უკრაინაში იარაღის უმსხვილეს საწყობს ცეცხლი უკიდია

უკრაინაში, ბალაკლაში მდებარე იარაღის უმსხვილეს საწყობში ცეცხლი გაჩნდა. სამაშველო სამსახურებს საწყობთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიიდან გაყავს – დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა – წერს “ბიბისი”. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი დილის სამ საათზე დაიწყო. უკრაინის სამხედრო პროკურორი ანატოლი მატიოსი, “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე მომხდარს “დივერსიას” უწოდებს. მისი მონაცემებით, ცეცხლი რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაუჩნდა.
შსს-ს მონაცემებით, ევაკუირებულია 15 ათასი ადამიანი.
ბალაკლეს არსენალი ქვეყანაში უმსხვილესი საწყობია. მისი ფართობია 368 ჰექტარი, სადაც დაახლოებით 138 ათასი ტონა ტყვია-წამალი ინახება. საწყობში არსებული იარაღიდან ყველაზე საშიში საარტილერიო მოწყობილობა “აკაციაა”, რომელის მოქმედების ზონა 20 კილომეტრია.

banner
წინა სტატიაშიკიევის ცენტრში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი მოკლეს
შემდეგი სტატიასინის ნახევარკუნძულზე “ისლამურმა სახელმწიფომ” ათი ეგვიპტელი სამხედრო მოკლა