უკრაინაში გატაცებული ქართველები ფოთში იმყოფებიან

უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი, რომელთა შორის არის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი, საქართველოში ჩამოვიდა.

ისინი საქართველოში ბორნით ჩამოიყვანეს, რომელიც ფოთის პორტში ერთი საათის წინ შევიდა, თუმცა, დეპორტირებული ქართველები ჯერ ნაპირზე არ გადმოსულან და ისინი საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან.

რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორ თამაზ შავშიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი, დარინა ჩიჟი, აქვეყნებს, სადაც ის დაკავების დეტალებს იხსენებს.

“თავდაპირველად, როდესაც შემოვარდნენ, სახეში ჩამარტყეს, შემდეგ თვალები ამიხვიეს და წამიყვანეს, მანქანა რამდენჯერმე შევიცვალეთ,” – ასე იხსენებს დაკავების ფაქტს თამაზ შავშიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალ მთავრობას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: “3 დეკემბერი – სახალხო იმპიჩმენტის დაწყების თარიღია”