უკრაინაში გადატრიალების საკითხზე იანუკოვიჩი სასამართლოში გამოცხადდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის დოროგომილევსკის სასამართლოში გამოცხადდა – რუსული მედია ავრცელებს. სასამართლოში რადას ყოფილი დეპუტატის ვლადიმირ ოლეინიკის საჩივარი განიხილება, სადაც ის უკრაინაში 2014 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაზე აღიარებით ჩვენებას იძლევა.
“გაცნობებთ, რომ 2014 წლის თებერვალში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ანუ, მოხდა მოქმედება, რომელიც საკონსტიტუციო წყობის შესაცვლელად იყო მიმართული და რომელმაც უკრაინის კონსტიტუცია გაანადგურა” – განაცხადა ოლეინიკმა.
მისი თქმით, უკრაინაში 2013 წელს დაწყებული პროტესტი უცხოეთიდან ფინანსდებოდა, ძირითადად, კი, მედია. “მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკიდან იყო დაფინანსებული, მათ შორის, ჯორჯ სოროსის ფონდიდან” – წერს რადას დეპუტატი.
ოლეინიკმა სასამართლოს 15 ნოემბერს მიმართა. მან მოითხოვა აღიარონ, რომ 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ოპოზიციამ დემონსტრაცია დაიწყო – ისინი ხაჯიმბას გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა გადაიდო