უკრაინაში ასზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინაში ასზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

1 (2)უკრაინის უშიშროების სამსახურმა დღეს 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა, რომლებიც “კანონიერი ქურდი” ალექსეი სალნიკოვის, იგივე ლეხ კრასნოდარელის დასაფლავებაზე შეიკრიბა -ინფორმაცია უწყების “ფეისბუქ” გვრდზე ვრცელდება.
ოპერაცია უშიშროების სამსახურმა პოლიციელებთან ერთად ჩატარდა. ოპერატიული თანამშრომლები დაკავებული პირების მონაცემებს ამოწმებენ, მათ შორის, რუსეთიდან და მოლდოვადან ჩამოსულებისას.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ლეხ კრასნოდარელი 25 აგვისტოს გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც ნარკოტიკების ზედმეტმა დოზამ გამოიწვია. კრიმინალური ავტორიტეტი 1973 წლის 23 სექტემბერს იყო დაბადებული. მან 26 წლის ასაკში მიიღო “კრიმინალური ქურდის” სტატუსი.

banner
წინა სტატიაშიოდესასთან ბოშების სახლები დაარბიეს
შემდეგი სტატიათურქებმა სირიაში ქურთები ორი სოფლიდან გააძევეს