უკრაინაში ამინა ოკუევა მეორე თავდასხმის შედეგად მოკლეს

კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტ გლევახასთან, ჩასაფრებულმა დაუდგენელმა პირებმა, ცეცხლი გაუხსნეს  ჩეჩენ მეომრებს, ცოლ-ქმარს ამინა ოკუევას და ადამ ოსმაევს, რომლებიც ბოლო წლებში უკრაინაში დონბასის რეგიონში სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინელთა მხარდამხარ იბრძოდნენ.

სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ამინა ოკუევა, ხოლო მისი მეუღლე ადამ ოსმაევი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოსმაევის ჭრილობა სასიკვდილო არაა.

აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა ჩეჩენ ცოლ-ქმარზე მეორე გახლავთ ბოლო 5 თვის მანძილზე. 2017 წლის 1 ივნისს მათზე კიევის ცენტრში განხორციელდა თავდასხმა, რომლის დროსაც ადამ ოსმაევი მძიმედ დაიჭრა, ხოლო ამინა ოკუევამ ქილერი, რომელმაც მის მეუღლეს ესროლა, თავისი იარაღით ადგილზე მოკლა. უკრაინელ სამართალდამცავები მაშინ აცხადებდნენ, რომ ქილერი, რომელიც ჩეჩენ ცოლ-ქმარს ჟურნალისტად გაეცნო, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე გირგვლიანის მკვლელობასა და პაატა პავლიაშვილის გარდაცვალებას შორის პარალელს ავლებს
შემდეგი სტატიაშარტავაზე, ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა