უკრაინას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი 14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობაში. “მიტჩელი შეხვდება მაღალი თანამდებობის სამთავრობო ჩინოვნიკებს რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე მოუწოდოს მათ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისკენ”, – ნათქვამია ცნობაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ვეს მიტჩელი გეგმავს შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტებთან და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. როგორც იტყობინება გამოცემა ” NewsOne”, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს 5 ნოემბერს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან.

banner
წინა სტატიაში2018 წლის ოლიმპიადაზე შესაძლოა რუსეთის ჰიმნი აკრძალონ
შემდეგი სტატიასირიაში 4 რუსი ჟურნალისტი და 5 სამხედრო დაიჭრა