უკრაინამ რუსულ ვალზე მორატორიუმი შემოიღო

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურსუკრაინამ რუსული ვალის გადახდაზე მორატორიუმი შემოიღო – 3,5 მილიარდი დოლარი 20 დეკემბრამდე უნდა იყოს გადახდილი.
“დღეიდან 3 მილიარდი 582 მილიონი დოლარის რუსული მხარისთვის გადახდა შეჩერებულია, რესტრუქტურიზაციის შესახებ ჩვენი წინადადების ან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე” – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინსიტრმა არსენ იაცენიუკმა.

ერთი დღით ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინის ვალის ოფიციალური სტატუსი აღიარა რუსეთის წინაშე.
უკრაინა და რუსეთი ვალის რესტრუქტურიზაციაზე ვერ თანხმდებიან, რომელიც უკრაინამ 2013 წლის ბოლოს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს აიღო.
უკრაინა რუსეთისგან ვალის 20%-ის ჩამოწერას მოითხოვს.

ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ვალს 2016-2018 წლებზე გადაანაწილებს ისე, რომ უკრაინამ ერთ წელში ერთი მილიარდი გადაიხადოს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სუ-24-ის შავი ყუთი დაზიანებულია
შემდეგი სტატიაReuters: რუსეთი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ასადის გადადგომაზე თანახმაა