უკრაინამ, რუსი მონაწილის გამო, შესაძლებელია “ევროვიზიის” ჩატარების უფლება დაკარგოს

ევროპის სამაუწყებლო კავშირი უკრაინას სანქციებს დაუწესებს, თუკი “ევროვიზია -2017”-ში რუსეთის წარმომადგენელს იულია სამოილოვას კონკურსში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა. მომღერალს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა იმის გამო, რომ მან ყირიმში კონცერტი ჩაატარა – უკრაინის კანონმდებლობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებრთვის გარეშე ყირიმში შესვლა ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება.

ევროპის სამაუწყებლო კავშირის ხელმძღვანელმა ინგრიდ დელტერმა შვედურ გაზეთ Blick -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს. იმ შემტხვევისთვის, თუკი უკრაინა რუს კონკურსანტს არ დაუშვებს, შესაძლებელია უკრაინას კონკურსის ჩატარების უფლება ჩამოართვან.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ექს-მრჩევლის განცხადებას დიმიტრი პესკოვი პასუხობს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება იყო გზავნილი მსოფლიოსთვის