უკრაინამ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა…

,,საომარი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტოს საჰაერო სივრცე ყველა სახის რუსულ ავიაკოპმპანიისათვის და აუკრძალოს მათ უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება,, აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

უკრაინის პრემიერის არსენ იაცენიუკის განმარტებით, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, რომელიც 26 ნოემბრის ღამის 01:00 საათიდან შევიდა ძალაში, განპირობებული არა მხოლოდ უკრაინაში არსებული სიტუაციით, არამედ მსოფლიოს სხვა წერტილებში არსებული დაძაბულობებითაც, რის გამოც უკრაინას მიაჩნია, რომ მისი საჰაერო სივრცე შესაძლებელია რუსეთმა პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენოს. ამიტომ იაცენიუკის აზრით, ეს ნაბიჯი ემსახურება როგორც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, ასევე პასუხია რუსეთის აგრესიული ქმედებებისთვის საერთაშორისო არენაზე.

უკრაინული სანქციიდან გამომდინარე, რუსულ სამოქალაქო თვითმფრინავებს ზოგიერთი რეისის განსახორციელებლად ორჯერ მეტი მანძილის გავლა მოუწევთ… ასე მაგალითად, მოსკოვიდან კიშინიოვის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს, უკრაინის ნაცვლად, შავი  ზღვით, ბულგარეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის გავლით მოუწევთ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისირიის ცას რუსეთი მთლიანად გააკონტროლებს… (VIDEO)
შემდეგი სტატიანაადრევი ქორწინების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია