უკრაინამ ნატოსთან თანამშრომლობას მოაწერა ხელი

24 აპრილს ხელი მოეწერა ნატოს კავშირგაბმულობის, ინფორმაციის სააგენტოსა და უკრაინას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

უკრაინული მედიიდ ცნობით, გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს უკრაინა-ნატოს საკონსულტაციო, მართვისა და კავშირგაბმულობის  საკითხების სადაზღვევო ფონდის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების რადას მხრიდან რატიფიცირების შემდეგ. შესაძლებელი გახდება ნატოს სააგენტოსა და უკრაინას შორის ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობის განვითარება.

C4 -ს სადაზღვევო ფონდის კონკრეტული პროექტები კი, ნატოს წევრ ქვეყნებსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად იქნება შეთანხმებული.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილმა პირველი მოადგილე შეცვალა
შემდეგი სტატიაკიევი გიორგი ჯანელიძეს გამოეთხოვა (ვიდეო)