უკრაინა სტალინის და ბერიას გასამართლებას იწყებს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ უკვე დაასრულა, 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამტკიცებელი მასალების შეგროვება საბჭოთა ლიდერების – იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიასთვის, ყირიმელი თათრების დეპორტაციის გამო ბრალის წასაყენებლად.
წყაროს ინფორმაციით, სადაც მოყვანილია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორის გიუნდუზ მამედოვის სიტყვები, შეგროვილია მრავალი მტკიცებულება ,,ეჭვმიტანილთა,, მიმართ ბრალის წარსადგენად, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილით.
უკრაინის პროკურატურას ასევე დასრულებულიაქვს მეორე ,,ჰოლოდომორის,, საქმეც, სადაც ასევე სტალინი და ბერია ფიგურირებენ. ორივე სამეს უკრაინის სამართალდამცავები განიხილავენ როგორც გენოციდს, უკრაინელების და ყირიმელი თათრების მიმართ.
ამ დროისთვის უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის უნდა ,,წარსდგნენ,, უკრაინული სასამართლოს წინაშე ,,ამხანაგი სტალინი,, და ,,ლავრენტი პავლოვიჩი,, თუმცა უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს სიტყვები ადასტურებს იმას, რომ ეს სასამართლო აუცილებლად გაიმართება… ,,ისტორიის შეცვლა არ შეიძლება და ეს არაფერს გვასწავლის… ისტორია სჯის იმათ, ვინც ისტორიის გაკვეთილებს არ ითვალისწინებს. უკრაინელი და ყირიმელი ხალხის გენოციდის საქმე – სამართლიანობის აქტი იქნება,, აცხადებს ლუცენკო.

,,თაიმერი,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) თაიმზ სქვერზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მძღოლი დაკავებულია
შემდეგი სტატია,,ჰაკერული ცენტრის,, კურთხევის გამო პატრიარქის სახელი ვირუსს შეარქვეს