უკრაინა სამთავრობო კრიზისის ზღვარზეა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!

უკრაინაში არსენი იაცენიუკის მთავრობას პარლამენტმა შესაძლოა უნდობლობა გამოუცხადოს. პეტრო პოროშენკოს ბლოკში აცხადებენ, რომ პარტიის ყველა წევრი თანახმაა, მოქმედი მთავრობა გადადგეს და საჭიროების შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადებისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

ამ ფონზე თანამდებობა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა დატოვა. ვიტალი კასკომ საკუთარი გადაწყვეტილება მედიასთან განმარტა და განაცხადა, რომ კორუმპირებული მთავრობის პირობებში მუშაობა აღარ სურს.

ბრალდებებზე პასუხის გაცემა არსენი იაცენიუკს დღეს რადაში მოუწევს, როდესაც პრემიერი პარლამენტის წინაშე მთავრობის მუშაობის ანგარიშით წარსდგება.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კოდექსში პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ
შემდეგი სტატიადიდთოვლობა აშშ-ში – ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის აეროპორტებმა 1400-ზე მეტი რეისი გადადეს