უკრაინა რუსეთთან სავიზო რეჟიმისთვის ემზადება

,,ვემზადებით და ჩვენ გვაქვს ამ მხრივ შესაბამისი გამოცდილება,, აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.
,,მე ვთვლი, რომ ვინ ჩამოდის ჩვენთან რუსეთიდან ამის კონტროლისს კონტექსტშიც სავიზო რეჟიმის შემოღება, ჩვენთვის ცოტას ნიშნავს. ჩვენ ამისთვის ბიომეტრიული პასპორტები უნდა შემოვიღოთ და ამის შემდგომ გავაკონტროლოთ ვინ ჩამოდის,, განაცხადა კლინკინმა, რომელმაც უკრაინულ მედიასთან ასევე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთი აუცილებლად გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს, რის გამოც უკრაინამ ეს საკითხები დროისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს.

,,ჩვენ უნდა გავთვალოთ რას დაუპირისპირებს რუსეთი ამ გადაწყვეტილებას და ყველანაირად უნდა აღვკვეთოთ, რომ ჩვენ მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობის მიღების აუცილებლობის წინაშე დადგნენ,, აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად 3 მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ნიკიტა ხრუშოვის შვილიშვილს მატარებელმა გადაუარა
შემდეგი სტატიადემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა