,,უკრაინა მარადიულია… დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება,, (VIDEO)

,,უკრაინა მარადიულია. ჩვენ დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება. ბევრი დავმარხეთ და დარჩენილებსაც დავმარხავთ,,  აცხადებს უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ლუცკისა და ვოლინსკის ეპარქიის მიტროპოლიტი მიხეილი (ზინკევიჩი), რომელიც რუსულ მარლთმადიდებლურ ეკლესიას პირდაპირ უპირისპირდება.

მიტროპოლიტი მიხეილი აცხადებს, რომ უკრაინელები არა რუსეთისკენ, არამედ ევროპისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ, რამეთუ ევროპელებთან მათ  მარლთმადიდებლური ღირებულებები აერთიენებთ. იმავე დროს, მიტროპოლიტი მოუწოდებს უკრაინელებს, რომ არ ილოცონ ოკუპანტის ენაზე… ,,ილოცეთ უკრაინულად. ნუ ილოცებთ ოკუპანტის ენაზე. ვინც იმათ ენაზე ლოცულობს, თავს ნუ იტყუებს. ღმერთს ესმის ჩვენი ლოცვა და არასდროს მოუსმენს მათ,, აცხადებს უკრაინელი მღვდელმსახური.

 ,,ყოველი სანთელი, ნაყიდი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაში, არის თითო ვაზნა – ნაყიდი თქვენი  შვილების მოსაკლავად,, აცხადებს უკრაინელი მრევლის გასაგონად მიტროპოლიტი მიხეილი, რომელიც თავად 4 წელი სწავლობდა რუსეთში, სანკტ პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მარლთმადიდებლურმა ეკლესიამ 2014 წელს გამოაცხადა ავტოკეფალია, თუმცა მას  ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება აღიარებს… მსოფლიო მარლთმადიდებლურ პატრიარქატს უკრაინის ეკლესიის, რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან გამოსვლა და მისი ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: თუ ბოდიში აუცილებელია, ის რუსეთმა უნდა მოიხადოს…
შემდეგი სტატიარუსი ჩინოვნიკების ლოგიკა – თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებში…