უკრაინა იაპონიისგან 300 მილიონიან კრედიტს მიიღებს

უკრაინამ და იაპონიამ კიევისთვის 37 მილიარდი იენის (დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი) ახალი კრედიტის მიცემის შეხებ ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი.
ფული რეფორმების მხარდასაჭერად დაიხარჯება, რომელიც მიმდინარე მომენტში მიმდინარეობს უკრაინაში.
“კრედიტი მიზანმიმართულია სახელმწიფო სექტორში მიმდინარე რეფორმებისკენ, ბიზნესის პირობების გაუმჯობესებისკენ” – დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ. იაპონიის მხარის განცხადებით, უკრაინას დამატებით მიეწოდება ტექნიკური დახმარება, რომელიც ქვეყანას კორუფციასთნ ბრძოლაში დაეხმარება.
უკრაინის პრემიერის არსენ იაცენიუკის განცხადებით, ქვეყანამ კრედიტი 20 წლით და ხელსაყრელი პირობებით აიღო.
ამასთანავე, უკრაინაში იაპონიის ელჩმა სირეკი სუმიმ შეშფოთება გამოხატა უკრაინაში არსებული კორუფციის დონით და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მალე შეძლებს მის დაამარცხებას.

banner
წინა სტატიაშიბუკიას ბაღთან, ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა ნაპოვნი და მოხსნილია
შემდეგი სტატია“ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსაურებს”