უკრაინა და თურქეთი შავ ზღვაზე ერთობლივად იმოქმედებენ

უკრაინა და თურქეთი შავ ზღვაზე ერთობლივად იმოქმედებენ

უკრაინა და თურქეთი შავ ზღვაზე ერთობლივად იმოქმედებენუკრაინამ და თურქეთმა მოილპარაკეს შავ ზღვაზე ერთობლივი ქმედებები აწარმოონ, რისთვისაც შესაბამის უწყებებს დაევალათ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სამოქმედოს გეგმის მომზადება.
ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელიც დღეს კიევში გაიმართა უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ლოგისტიკის, პირადი შემადგენლობის გადამზადების, სამხედრო-საწარმოო კომპლექსის და შავ ზღვაზე ერთობლივი ქმედებების საკითხებს. ოფიციალურად დოკუმენტი მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე იქნება ხელმოწერილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანელ ულტრამემარჯვენეებს უფლება დართეს ჰიტლერის საყვარელ ლუდხანაში შეიკრიბონ
შემდეგი სტატიაპარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს