უკრაინა და ისრაელი 2016 წელს ვაჭრობის თავისუფალ ზონას შექმნიან

უკრაინა და ისრაელი 2016 წელს ვაჭრობის თავისუფალ ზონას შექმნიან

უკრაინა და ისრაელი 2016 წელს ვაჭრობის თავისუფალ ზონას შექმნიანუკრაინა და ისრაელი 2016 წლისთვის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ვარაუდობენ – ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტს პიოტრ პოროშენკოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანაიჰუს შორის იქნა მიღებული. “მხარეები იმედოვნებენ, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება უკრაინასა და ისრაელს შორის მალე იქნება მიღებული” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა აგრალურ, სატრანსპორტო, სამშენებლო და სხვა სფეროებში.

banner
წინა სტატიაშიბოსნიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა (ვიდეო)