უკრაინა М16-ის წარმოებას იწყებს

უკრაინამ ამერიკულ კომპანია Aeroscraft-თან მემორანდუმი გააფორმა თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც ნატოს სტანდარტებით შაშხანა М16-ის წარმოებას დაიწყებენ უკრაინაში – კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“შაშხანა М16-ის წარმოება საპილოტე პროგრამა იქნება. მისი მოდელია WAC47” – უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი მიკიტიუკმა თქვა.

რამდენიმე ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის საიმედო პარტნიორად რჩება – უკრანული მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიასანჟის თქმით, ობამას ადმინისტრაცია ტრამპს ლეგიტიმურობას ართმევს
შემდეგი სტატიაპრემიერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს – „ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითი“